ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს
29-04-2024
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ისინი სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებით ხშირად ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს პედაგოგის - მარინა მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები განახორციელეს. 

მათ თემატური პლაკატები დაამზადეს და კლასის წინაშე წარადგინეს. მოსწავლეებმა პლაკატებზე ნათლათ ასახეთ თავიანთი დამოკიდებულება იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება კლიმატი დედამიწაზე და როგორ ეხება ეს თითოეულ ადამიანს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203