მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას შეუერთდა
29-04-2024

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ნორიოს ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომლის თემა „სიცოცხლე მშვენიერია“ გახლდათ.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას. მოსწავლეებმა წაიკითხეს მათი ლექსები. გოგუცა გვაზავას მიულოცეს 100 წლის იუბილე.

ღონისძიებაში მაცხოვრისკარის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ საგვაზავოს და ნორიოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

„მადლობა მათ თანადგომისა და სიყვარულისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203