გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცეკვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
29-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მოზარდებს შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობენ. 

დღეს, გოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანის ხელმძღვენელობით, ცეკვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში იცეკვეს, ბევრი იხალისეს და იმხიარულეს.

29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი 1982 წელს იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭომ ფრანგი მოცეკვავის და ქორეოგრაფის ჟან-ჟორჟ ნოვერის პატივსაცემად დააწესა. ის 29 აპრილსაა დაბადებული და ისტორიაში შესულია როგორც „თანამედროვე ბალეტის მამა“.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203