ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიანა ჩიხლაძე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია
29-04-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ, რაც პროფესიონალ პედაგოგთა შრომის დამსახურებაა. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებელ მანველიტა სარჯველაძის სადამრიგებლო - მე-11 კლასის მოსწავლის - ლიანა ჩიხლაძის მიღწევით ხარობენ. ის მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ლიანა ჩიხლაძე სკოლაში მოქმედი ეკო კლუბის -ჩვენი გარემოს“ წევრია.

„შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება“,- ეს იყო თემა, რომელზეც მოსწავლემ იმუშავა და სადაც ნათლად გამოვლინდა კავშირი მდგრადი განვითარების მე-14 მიზანთან - წყალქვეშა რესურსები -  ოკეანეების, ზღვების და მათი რესურსების შენარჩუნება და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლემ ნაშრომი საუკეთესოდ წარადგინა და საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვა.
მას მენტორობას ბიოლოგიის მასწავლებელი - მადონა წივწივაძე უწევდა.

„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული კონფერენცია, 2024 წლის 27 აპრილს, ეროვნული სასახლის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა.
მონაწილეებმა კონფერენციის 9 სექციაში მეცნიერების სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები დაიცვეს. კონფერენციის მთავარი თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203