მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
29-04-2024

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახალხან, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ 2024 წლის გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. თამაში III-დან IX კლასების ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვები კონკურსში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მათ სხარტი აზროვნება და ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები.

სკოლაში თამაში პედაგოგ სალომე მესხიას ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203