რიონის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა 
16-04-2024

სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. ქართული ენის დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულთან დაკავშირებით სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა სამი გამარჯვებული: პირველკლასელი მართა ბოდოკია, მეორეკლასელი მარიამ ჭელიძე და მესამეკლასელი ბარბარე მამრიკიშვილი. ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203