„ხეებზე გაკრული ლექსები“ - ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე 9 აპრილის პოეზია გააცოცხლეს
16-04-2024

წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოსთვის, დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გაისხსენეს. 

35 წლის შემდეგ, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს „ხეებზე გაკრული ლექსები“, რომლებიც მაშინ პოეტებმა ამ დღეს მიუძღვნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მე-9 (დამრიგებელი ზურა ზვიადაძე), მე-8 (დამრიგებელი თამთა ხაჭაპურიძე), მე-6 (დამრიგებელი ანა გოგავა) და მე-5 (დამრიგებელი ნატო რუხაძე) კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიისა და, ამავდროულად, ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ ემოციური სანახაობა გამართეს.

„9 აპრილი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ერად არსებობა გაგვაგრძელებინა და შესაბამისად, სახელმწიფოც შედგა, მთავარი მონაპოვრით – თავისუფლებით.

35 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, პუტჩი, ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, თუმცა 9 აპრილი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელი და ჩვენც, ქართველი ერი, ყოველთვის გავიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს, ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203