2024 წლის მესტიის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
12-04-2024
12 აპრილს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში, მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, 2024 წლის მესტიის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ღონისძიება მესტიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ოჯახის წევრებიც. 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში ლევან კიკვაძემ და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ნიგურიანმა. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.




გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციაში მესტიის მუნიციპალიტეტის 22 სკოლის 66 მოსწავლე შეეჯიბრა, გამარჯვებული სამეული კი 20 კითხვის შედეგებით გამოვლინდა:

2024 წლის „მესტიის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის გუნდმა 87 ქულით. გუნდის კაპიტანია VI კლასის მოსწავლე ნინო ფილფანი, შემადგენლობაში კი შედიან: VI კლასელები ელენე მერლანი და ემზარო კახბერიძე. 

მეორე ადგილზე 84 ქულით გავიდა მესტიის N3 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ანა ნაკანის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში არიან ასევე VII კლასელები მარიამ ქურდიანი და სალომე ხერგიანი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა მუჟალის საჯარო სკოლის გუნდმა 82 ქულით. აღსანიშნავია, რომ მუჟალის და ყარ-სგურიშის საჯარო სკოლების გუნდებმა თანაბარი 82-82 ქულა დააგროვეს, თუმცა მუჟალის საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში მოახერხა (139 წამი) ვიდრე ყარ-სგურიშის სკოლის წარმომადგენლებმა (211 წამი). მუჟალის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა VII კლასელი მარიამ ნიგურიანი, ხოლო შემადგენლობაში შედიან: VI კლასელი მარიამ გურჩიანი და VII კლასელი ბარბარე გიგანი. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

მესტიაში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203