რუსთავის N17 სკოლაში დირექტორის - ნელი ლიქოკელის ინიციატივით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
01-04-2024
 
ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

სკოლაში, დირექტორის - ნელი ლიქოკელის ინიციატივით, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გაიცნონ და კითხვები დაუსვან მიწვეულ სტუმრებს, გაიგონ მეტი ამა თუ იმ პროფესიაზე, რაც მომავალში საშუალებას და მოტივაციას მისცემს, ბევრად მარტივად აირჩიონ პროფესია და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

სკოლის პირველი სტუმარი, საქართველოსა და მსოფლიოში წარმატებული, ქართველი მოკრივე ლაშა გურულია, რომელიც მოსწავლეებს შეხვდა, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სპორტში და მისცა რჩევები სხვადასხვა საკითხში 

 შეხვედრის ბოლოს, ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სტუმრისთვის დაესვათ კითხვები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203