ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
28-03-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი გასვლითი აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, მოსწავლეები სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვებმა მწერლის ნივთები დაათვალიერეს, მის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს და ცოდნა აიმაღლეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეთათვის ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახოვრებელი იყო. ისინი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს და სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203