ჩხორიის საჯარო სკოლის იდეატორთა კლუბის წევრთა საინტერესო გასვლითი ღონისძიება
29-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის სკოლის იდეატორთა კლუბის წევრებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

10 აპრილს, პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრები ეწვივნენ ეთნოსოფელ „სისატურას“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადგილს, სადაც ნამდვილად სულის სიმშვიდეს ჰპოვებს ადამიანი.

„ეზოში შესვლისთანავე ჩვენს თვალწინ გადაიშალა ლამაზად შემოღობილი, თვალწარმტაცი კარ-მიდამო ძველი სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ელემენტებით: ფიცრული ოდა-სახლი უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთებით, ფაცხა, საუკუნეების წინანდელი წისქვილი საინტერესო წარწერებით, ხელოვნური ტბა, სადაც შესაძლებელია ნავითაც გასეირნება“, - ემოციები, რომლითაც აივსნენ მოსწავლეები და მათთვის ეს დღე დაუვიწყარი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის წარმომადგენლებს არაჩვეულებრივი გიდობა გაუწიეს მასპინძლებმა: მარიკა თოდუამ და ენრი ჭითანავამ, რისთვისაც სკოლაში მათ მადლობას უხდიან და ბევრი საინტერესო ადამიანის  სტუმრობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203