გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
29-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეუერთდა.

სკოლის დაწყებითი საფეხურის კათედრის ხელმძღვანელობით, საინტერესო და მიზნობრივი აქტივობები განხორციელდა როგორც საკლასო სივრცეში, აგრეთვე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა.

„აქტივობებში ჩართული თითოეული წევრი ამ დღისადმი დამოკიდებულებას გულისხმიერებით გამოხატავდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203