„ენა დედაა ერისა“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული მოსწავლეები და მათი დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
29-04-2024

კერძო სკოლა „ცოდნაში“ დირექტორ ნაზი ნადირაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლები ღირსშესანიშნავ თარიღებს არასდროს ტოვებენ ყურადღების მიღმა. დიდი ხალისით ერთვებიან  სამივე საფეხურის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში.

„ცოდნას“ გამორჩეული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთი აღსაზრდელების წინსვლასა და განვითარებაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გარესასკოლო აქტივობებს, გასვლით სასწავლო-შემეცნებით ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის.

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.

კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები ამ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით ეფერებიან მშობლიურ, სიტყვაქარგულ ქართულ ენას...

„ცოდნა“ ტრადიციულად წელსაც შეუერთდა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს:

I-II-III-კლასელებმა მოინახულეს დედაენის ძეგლი, შეამკეს ყვავილებით, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე; შექმნეს პოსტერები, ნახატები და ვიდეორგოლები (მასწავლებლები: მედეია ბოლქვაძე ,ნინი წერელოვი, ლია ბაზაძე, თიკო ბლიაძე);

 მესამეკლასელები  ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - „ქართული ანბანის საიდუმლო“ (მასწავლებლები თამარ გოზალიშვილი, ეკა თევზაძე);

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მასტერკლასზე კი მეორეკლასელებმა საყვარელი სიტყვის, ფრაზის თუ სტრიქონების საკუთარი კალიგრაფიული ვერსიები შექმნეს ( მასწავლებლები : ქეთი დურგლიშვილი ,ირინა დოლიძე). ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი დაწყებით საფეხურზე (კათედრის ხელმძღვანელი თაკო ოქრიაშვილი), მოსწავლეთა ნამუშევრები კი გამოიფინა სკოლაში.

„დედაენის, ჩვენი კულტურის, მწერლობის დაცვა და მოფრთხილება ზოგადი განათლების უმთავრესი მიზანია - „ენა დედაა ერისა“, - ამ სულისკვეთებით იზრდებიან „ცოდნელები“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203