„ჩვენი სკოლის ეზო“ - ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და გარემოსდაცვითი აქტივობები
29-04-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაში, პედაგოგ ინგა კორნეევას ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით - „ჩვენი სკოლის ეზო“, რომლის ფარგლებშიც განახორციელეს აქტივობები.

მეშვიდეკლასელებმა ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით აღწერეს სკოლა და სკოლის ეზო.

ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ყვავილები და მწვანე ნარგავები. მათ, ასევე იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად იზრუნეს სკოლის ეზოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე.

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს ეგრძნოთ პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ, რადგან ბუნებას ზრუნვა და დაცვა ესაჭიროება. ეს თითოეული ჩვენგანის ვალია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203