„გილოცავთ საქართველო! ევროპაზე ვართ!“ - არწივანის საჯარო სკოლაში გამარჯვების ყიჟინა ისმის
28-03-2024

26 მარტი თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და მეორე დღეა ქვეყანაში ემოციები არ ცხრება. სკოლაში მისული მოსწავლეები მხოლოდ საამაყო სპორტსმენებზე, ისტორიული თამაშის დეტალებზე, საკუთარ შთაბეჭიდლებებზე საუბრობენ და საყვარელი პედაგოგებიც, რა თქმა უნდა, ბოლომდე იზიარებენ ამ სიხარულს.

სხვაგვარად შეუძლებელია - საქართველო დიდხანს ელოდა ამ გამარჯვებას და სკოლებშიც მხოლოდ გამარჯვების ყიჟინა ისმის.

ამ მხრივ გამონაკლისი არც წალკის მუიციპალიტეტის, არწივანის საჯარო სკოლა გახლავთ, სადაც პროფესიონალმა პედაგოგებმა ბოლომდე გაითვალისწინეს მოსწავლეთა ინტერესები და საქართველოს ნაკრების გამარჯვებას სხვადასხვა აქტივობებიც მიუძღვნეს.

„გამარჯვების გზებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით გული უნდა ვიჯეროთ“... - უკვდავი სიმღერის ფონზე, პედაგოგ ნათელა კახაძესთან ერთად, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, სადაც ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს...

„წინ ვართ, ისტორიაში ჩავწერეთ ეს თარიღი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!

გილოცავთ საქართველო! ევროპაზე ვართ!“, - ასე გამოეხმაურა არწივანის საჯარო სკოლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203