გორელოვკის N3, ნინოწმინდის N4 და ორლოვკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ვიქტორინა გაიმართა
29-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო, ნინოწმინდის N4 და ორლოვკის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგთა და დირექციის მხარდაჭერით მოსწავლეები მოტივაციით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში ერთვებიან.

აღნიშნული სკოლების მოსწავლეებს შორის აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის შეჯიბრებები.

ამჯერად, მათ შორის ფინალური ვიქტორინა ჩატარდა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი -  ორლოვკის საჯარო სკოლის გუნდი. მოსწავლეებმა სხარტი აზროვნება, ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203