„რადიაცია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები“ - ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის სკოლის ეკოკლუბის სამდღიანი საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამა
29-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნინო ქორიძე გახლავთ. 

სკოლის ეკოკლუბმა ახლახან, სამდღიანი საინტერესო პროგრამა წარმოადგინა წევრებისა და დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.

პირველი დღე დაეთმო პროექტს - „რადიაცია, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს რადიაციის აღმოჩენასა და აღნიშნული მოვლენის შემსწავლელ მეცნიერებაზე, მასზე, როგორც ენერგიის წყაროსა და სამედიცინო სფეროს დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საიმედო საშუალებაზე. ატომური ელექტროსადგურების ცნობილ ავარიებსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეტი უსაფრთხოების დაცვა. პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203