„გიყვარდეს წიგნი“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
29-04-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. რასაკვირველია, სკოლაში აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეც. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის დამრიგებლისა და დაწყებითების პედაგოგის - შორენა ჯიქიას ხელმძღვანელობით მოეწყო აქტივობა - „გიყვარდეს წიგნი“. 

მოსწავლეებმა ლექსებით გაალამაზეს დღე და და უკვე ტრადიციულად, ერთმანეთს აჩუქეს წიგნები, ამით შეუერთდნენ გლობალურ კამპანიას - „აჩუქე წიგნი“, ღონისძიების დასასრულს კი, განაახლეს ქალაქის სკვერში განთავსებული წიგნის თარო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების წევრები და მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203