ჩხორიის საჯარო სკოლაში ციფრულ ტექონოლოგიებსა და მათ მართვას მასშტაბური პროექტი მიეძღვნა
28-03-2024

ზუგდიდის ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები სრულფასოვნად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, ჩხორიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების, მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და ამის დასტურია ციფრული დასუფთავების დღე - აქტივობა, რომელიც ეკოსკოლელებისეკოკლუბ „ფესვების“, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკესა“ და eTwinning ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

„ციფრული დასუფთავების დღის მიზანია ციფრული ნარჩენების ზეგავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მისი გავლენის გაცნობიერება ჩვენს გარემოზე“, - განმარტავენ სკოლაში.

ვებინარს სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ხელმძღვანელი მაია არახამია  და ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი - ლულა ხვიჩავა ესწრებოდნენ; 

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური პრეზენტაციები და გააცნეს სასკოლო  საზოგადოების წარმომადგენლებს.

პრეზენტაციები ეხებოდა:

CO2-ის ემისიებთან დაკავშირებულ დეტალებს;

ციფრული ნარჩენების მართვის ტექნიკებს;

ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკებს;

ციფრული დასუფთავების დღის მნიშვნელობას და მის გავლენას გარემოზე;

მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებულ დეტალებს.

ადამიანის ნეგატიურ დიჯიტალ გავლენას და სხვადასხვა საშუალებებს, თუ როგორ შევამციროთ ენერგიის მოხმარება.

„ვესაუბრეთ მოსწავლეებს Let’s do it Georgia--ს მიერ გამოცხადებული კონკურსის დეტალებზე, ისინი აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს დაევალათ ტელეფონში, ლეპტოპსა თუ სხვადასხვა მოწყობილობაში დივაისი გაესუფთავებინათ არასაჭირო ფაილებისგან და რეპორტი გადაეგზავნათ სქრინების სახით Let’s do it Georgia-ს მეილზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სახალისოც აღმოჩნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203