თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
29-04-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. დირექცია და პედაგოგები მათ ნიჭს ახალისებენ და მოწაფეებს 
მოტივაციას უმაღლებენ.

ამის ნათელი მაგალითია, ნინი და მარიამ ქრისტესიაშვილების ნახატების გამოფენა, რომელიც სკოლაში მოეწყო. მოსწავლეთა ნამუშევრებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა, რამაც ბავშვებს განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

მათ ნამუშევრებში იგრძნობა ინდივიდუალური ხედვა, ვხედავთ ფერთა სიუხვეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა წახალისებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203