გაიცანით საბა სიგუა სენაკის N7 საჯარო სკოლიდან, რომელმაც მხატვრული კითხვის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
28-03-2024

სენაკის N7 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, ბავშვებს მხოლოდ საგნობრივი ცოდნა კი არ მისცენ, არამედ ხელი შეუწყონ მათ მრავალმხრივ განვითარებას.

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მოსწავლეების ძლიერი მხარეების წარმოჩენას სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში მათი ჩართვით.

ამის ნათელი მაგალითი სენაკის N7 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლის, საბა სიგუას გამარჯვება გახლავთ მხატვრული კითხვის კონკურში, სადაც საკონკურსო ლექსის ფონად, მუსიკა თავად შეარჩია.

კონკურსი ეძღვნებოდა გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წელს.

ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

საბა სიგუას კონკურსის ორგანიზატორებმა როგორც კონკურსში I ადგილზე გასულ მოსწავლეს, გადასცეს სიგელი და  ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით.

„სკოლა ამაყობს საბას მიღწევით და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი გთავაზობთ ნაწყვეტს ლექსიდან, რომლის თაგრმანიც ჯემალ აჯიაშვილს ეკუთვნის: 

„გასწი, გაფრინდი, ჩემო უსტარო, 

ჩემო კუშტო და ჩემო უშტარო, 

რომ ზენაარის საუფლოებში 

ამამზევო და ამამუშთარო“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203