ახალშენის N2 სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ლიტერატურული ღონისძიებით აღინიშნა
29-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაყვალა ანანიძემ, სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის - „ლამპარი“,  წევრებთან ერთად ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისელი მწერლის ონჯალო რაუფის ბეტსელერი- „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“ განიხილეს, იმსჯელეს და ისაუბრეს წაკითხულის ირგვლივ და ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები გააუზიარეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203