როგორ უნდა შეიტანონ ცვლილებები აბიტურიენტებმა პროგრამების ჩამონათვალში
21-03-2024
როგორ უნდა შეიტანონ ცვლილებები აბიტურიენტებმა პროგრამების ჩამონათვალში, და რა უნდა ქნან თუ პირველ ადგილზე სხვა პროგრამის ჩანაცვლება უნდათ? - ინსტრუქციას აპლიკანტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთავაზობს.

„თუ გსურთ არჩეული პროგრამების გადანაცვლება, თქვენ უნდა დააყენოთ კურსორი იმ პროგრამაზე, რომლის გადატანაც გსურთ და წაშალოთ შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. პროგრამის დასამატებლად კურსორი უნდა დააყენოთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, ჩაწეროთ მისი კოდი და გამოიყენოთ ღილაკი - „დამატება“. თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორი უნდა დააყენოთ პირველ საფეხურზე, გამოიყენოთ ღილაკი - „დამატება“, ჩაწეროთ სასურველი პროგრამის კოდი და წაშალოთ პირველ პოზიციაზე მდგარი პროგრამა ღილაკით - „წაშლა“. ცვლილებების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკის გამოყენება“, - აღნიშნულია განმარტებაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203