ტესტირებისთვის ბარათების ამობეჭდვა დაიწყო - ინფორმაცია მოსწავლეებისთვის
02-03-2024
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებგვერდიდან online.naec.ge 
 
დასკვნით ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას სკოლის ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
 
მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნოს მოსაწვევზე მითითებულ ინფორმაციას.
 
ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება. დეტალები იხილეთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203