ღვანკითის საჯარო სკოლაში კიბერდანაშაულის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტი განხორციელდა 
29-04-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

„ტექნოლოგიურმა პროგრესმა და კეძოდ, ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება უდავოდ გაამარტივა - ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად და მარტივად ვპოულობთ, გადავცემთ და ვიღებთ. ვამყარებთ ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციას, ვთამაშობთ ონლაინ თამაშებს, ვახდენთ სხვადასხვა სახის შესყიდვებს, ვიძენთ ახალ მეგობრებს და ა.შ. ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების მიღებაშიც, ვინაიდან მოსწავლეებს შეუძლიათ მისი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში თუ სახლში საშინაო თუ საკლასო დავალებების მოსამზადებლად; საინტერესო ინფორმაციების მოსაძიებლად; ინტერაქტიულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად და სხვა.მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვები კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. პრობლემებმა რასაც ისინი რეალურ ცხოვრებაში აწყდებიან, მაგალითად ბულინგი, ძალადობა, სიძულვილის ენა, ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა და ყველაზე დაცულ ადგილასაც კი, თუნდაც საკუთარ ოჯახში, დაუცველები ხდებიან“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მიმდინარეობს პროექტი, რომელიც სწორედ ამ პრობლემების შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს კიბერდანაშაულის მიზეზები, ფორმები და პრევენციის გზები. როგორც სკოლაში გვეუნბენიან, ახალგაზრდები ცდილობენ ეს ყველაფერი თანატოლებს ყველანაირი საშუალებით მიაწოდონ.

ამჯერად, საპროექტო ჯგუფის წევრებმა პოსტერები დაამზადეს, სადაც ნათლად მიუთითებენ საფრთხეებზე და მოუწოდებენ ინტერნეტწესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ. მოსწავლეებმა კრეატიული ნიჭიც გამოავლინეს და პოსტერები 3D ფორმატის სახით წარმოადგინეს. შესაბამისად, თითოეული მოსწავლის ნაშრომი გამოიფინა სკოლაში თვალსაჩინო ადგილას.

ისინი თავად აცნობდნენ დაინტერესებულ თანატოლებს ინფორმაციას. აღნიშნულ აქტივობაზე მუშაობდდენ მეათე კლასი მოსწავლეები - ნინი ასათიანი, ანანო გავაშელაშვილი, ნათია კუბლაშვილი. მეცხრე კლასის მოსწავლეები თეკლა ბუსკივაძე, გიგა ქარქაშაძე; მერვე კლასის მოსწავლეები - თიკა კოვზირიძე, თინა სარდანაძე, ანი ჯანგიანი, ირაკლი კუბლაშვილი; მეშვიდე კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ქურცაძე. სკოლში მათ აქტიურო ჩართულობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203