„გვიყვარხარ დედამიწა!“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ ჩვენს საერთო სახლს მოფთხილება სჭირდება
26-04-2024
დედამიწა, რომ ჩვენი სახლია და მას მოვლა და მოფთხილება სჭირდება გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედგოგები აქტიურად ზრუნავენ.

22 აპრილს სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მასწავლებელმა ნინო გარუჩავამ ბავშვებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობა შესთავაზა. 

აქტივობებს ჰქონდა როგორც შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი ხასიათი. 

„გვიყვარხარ დედამიწა!“- ერთხმად აღნიშნეს მოწაფეებმა და საზოგადოებას შეახსენეს, რომ ჩვენს საერთო სახლს შველა სჭირდება.

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203