„რძის ტექნოლოგიები“ - ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი
07-05-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები არჩევით საგნად ქიმიურ ტექნოლოგიებს სწავლობენ. სასწავლო პროცესი კი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, XI კლასში არჩევით საგანში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „რძის ტექნოლოგიები“, რომელსაც მასწავლებელი ლუიზა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, მრავალფეროვანი თვალსაჩინოება და წარუდგინეს აუდიტორიას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და იძლეოდა მიღებული ცოდნის რეალიზების საშუალებას.

„დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია თუ როგორ მზადდება რძის პროდუქტები და რაოდენ სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გაჩნდა იდეა სამომავლოდ მსგავსი პროექტის დაწერის და თემში განხორციელების“,- გვიყვებიან სკოლაში.

ერთ-ერთმა მოსწავლემ - ლია აბულაძემ კლასში სადემონსტრაციოდ მიიტანა თავის ოჯახში დამზადებული რძის ჯანსაღი პროდუქცია, ასევე წარმოადგინა ფოტო და ვიდეომასალა მისი მომზადებისა.

გაკვეთილის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ და დირექციამ მადლობა გადაუხადეს მასწავლებელ ლუიზა ბოლქვაძეს საინტერესო პროექტ-გაკვეთილის ორგანიზებისათვის, ბავშვებს კი აქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203