სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტრესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ
07-05-2024

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის მათემატიკის სწავლა სახალისოა. მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომელბიც ბავშვებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებენ. 

ახლახან სკოლაში მათემატიკური კვირეული გაიმართა, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. 

კვირეულის ფარგლებში, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დაამზადეს საინტერესო აპლიკაციები და მოაწყეს გამოფენა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი მოიძიეს ინფორმაცია ძველი ქართული საზომი ერთეულების  შესახებ, შეგროვებული  მასალით გამოუშვეს კედლის გაზეთი და წარადგინეს კლასის წინაშე.

აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. მათ წინარე ცოდნა განიმტკიცეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203