„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ მოსწავლეებმა ხელბურთის სასკოლო ფესტივალის თასი მოიპოვეს
07-05-2024
„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ სპორტული ცხოვრების წესი წახალისებულია, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ზესტაფონში გამართულ ხელბურთის სასკოლო ფესტივალში - „ხელბურთი ყველასათვის“ წარმატებით იასპარეზეს და ფესტივალის თასი მოიპოვეს. 

სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშავია, რომ „ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203