გოკიოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენის გაკვეთილი
16-02-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

მასწავლებლები მოსწავლეების მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი არაერთ სასკოლო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი მე-2 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ.

ქართული ენის გაკვეთილის თემა იყო „ფერადი ფანქრები“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ - მოცემული საგაკვეთილო ტექსტი წაიკითხეს და ნახატებიც შექმნეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით, ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203