გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელის შექმნილი ლეპბუქი და სამაგალითოდ შესრულებული კომპლექსური დავალება 
20-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებები სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მოსწავლეებისთვის სასწავლო მეთოდი დიდ ინტერესს იწვევს და შემოქმედებით დავალებებს ხალისით ასრულებენ. 

მათ შორის აღსანიშნავია პირველ კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალება თემაზე - ადამიანი.

დავალების სამიზნე ცნება იყო ორგანიზმი, საკითხი - ორგანიზმი, ქვესაკითხი კი შეგრძნების ორგანოები.

კომპლექსური დავალება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და ლეპბუქის შექმნას ითვალისწინებდა.

სკოლა გვიზიარებს პირველკლასელი ელენეს შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციას, რომელიც მეტად საინტერესოა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203