შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი კვირეული და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
20-05-2024

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „თემიდასა“ და ეკოკლუბ „გამონათების“ წევრებმა, თვითმმართველობის წევრებთან ერთად, დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ჩაატარეს მრავალფეროვანი აქტივობები:

1. წინასწარ მოამზადეს ორმოები, მოიტანეს გაცრილი-დამუშავებული ნოყიერი მიწა და სკოლის ეზოში დარგეს 4 მუშმალასა და 5 ბლის ნერგი;

2. იმუშავეს ნარჩენების მართებულ მართვაზე: ძველი საბურავები, მშობელთა ჩართულობით დაჭრეს და მისცეს სასურველი ფორმა, შეღებეს და სკოლის ეზო გაალამაზეს, პლასტმასის ბოთლებისგან და სახურავებისგან მოამზადეს სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, გამოუყენებელი, ძველი სქოვლისგან შეკერეს ჩანთები;

3. სკოლის დირექტორთან და ტექპერსონალთან თანამშრომლობით, სკოლის ეზოს მაღალი ბალახით დაფარული ნაწილი მოაცელინეს, შეაგროვეს ბალახი და მოათავსეს კომპოსტირების ორმოში;

4. მე-5 კლასში გაიმართა ფილმის - „ერთი კაცის გაშენებული ტყე ინდოეთში“ ჩვენება-განხილვა. 

5. მე-7 კლასში აღნიშნულ თემატიკაზე ჩაატარეს გაკვეთილი, წაიხიკეს ნაია ბლიაძის მოთხრობაც;

6. მოამზადეს თემატური ნახატები და პოსტერები;

7. 22 აპრილს კლუბის წევრებმა ნახატებითა და პოსტერებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს მარეთის თემში და თან სკანდირებდნენ: ერთად დავიცვათ დედამიწა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საერთო სახლს...

8. კვირეულის ბოლოს კლუბის, თვითმმართველობის წევრებმა თანატოლებთან ერთად წინასწარ მომზადებულ საყვავილეები და ჩარგეს შეძენილი თუ ოჯახებიდან მოტანილი ფერადი ყვავილები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული მეტად საინტერესოდ წარიმართა და გააერთიანა სასკოლო საზოგადოების დიდი ნაწილი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203