ოკამის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
02-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება სკოლის ეზოში წარადგინეს, სადაც ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით შთამბეჭდავი გარემო იყო შექმნილი.

მოსწავლეებიც ამ დღისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული სანახაობა დადგეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას მასწავლებელი მზიური ოქროაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203