„ხელოვნება დედამიწის გადასარჩენად“ - საიმერლოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
25-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. თარიღთან დაკავშირებით კი აქტივობა - „ხელოვნება დედამიწის გადასარჩენად“ ჩატარდა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ საინტერესო, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და სათქმელი ხელოვნების საშუალებით გადმოსცეს. 

აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203