შულავერის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
25-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ეკოკლუბელები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და ჩვენი პლანეტის დასახმარებლად ნაბიჯები გადადგეს. მათ სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს, რომელთა მიზანიც იმის შეხსენება იყო, რომ დედამიწის სიჯანსაღეზე ზრუნვა ყველას საერთო პასუხისმგებლობაა.

მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს. აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203