მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
23-04-2024
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის 24 აპრილს ჩატარდება.

ცნობილია, რომ ცენტრის წარმომადგენლები მეთორმეტეკლასელებს 15:30 საათიდან 16:30 საათამდე შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელების კითხვებს ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფების ხელმძღვანელები უპასუხებენ. 

შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams - ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. ონლაინ ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია. 

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203