მერენიის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
02-05-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა შედეგზე ორიენტირებულ აქტივობასა თუ ღონისძიებას ხშირად სთავაზობენ. ამჯერად, პირველ კლასში, დაწყებითი კლასის მასწავლებლის - ლუსინე პაპოიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „სომხური ენის ანბანის სწავლა“  ჩატარდა.

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს, მათ შესწავლილი მასალა გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომერები გამართეს და ანბანს ხოტბა შეასხეს. 

პედაგოგმა მათთვის ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად აქცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203