ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
25-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში -„ ტვინების ბრძოლა“ სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილებდნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შედეგად კი, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203