„იყავით ჯანმრთელი“ - ღვანკითის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილის თემა მედიცინის სფეროსთან დააკავშირეს და ექიმს უმასპინძლეს
26-04-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის მერვე კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე ოჯახის ექიმს უმასპინძლეს. 

„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“,- გვეუბნებიან სკოლაში, საგანთა და სფეროთა ინტეგირების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ამჯერად, რუსული ენის გაკვეთილის თემა - „იყავით ჯანმრთელი“, მერვე კლასის მოსწავლეებმა დააკავშირეს მედიცინის სფეროსთან.

მოსწავლეთა რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან ჭანტურიძე გახლავთ, დამრიგებელი კი ეთერ ტურავა.

ძალიან საინტერესო და სასარგებლო საუბარი წარიმართა ღვანკითის საჯარო სკოლის ექიმთან - ირმა ბოჭორიშვილთან.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ირმა ექიმი ყოველთვის აქტიურად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს ყველა კლასთან.

მოსწავლეებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს ქალბატონ ირმას მედიკამენტებისა და ექიმის პროფესიის შესახებ.

გაკვეთილის ბოლოს სახალისო აქტივობა განხორციელდა. რუსული ენის მასწავლებელმა, დარეჯან ჭანტურიძემ მსურველებს დაღლილობის მოსახსნელად შესთავაზა მხრებისა და კისრის მასაჟი.

ანამარია რობაქიძე და ლიზი ბუსკივაძე მართლაც ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში. 

„დიდი მადლობა ირმა ექიმს და მერვე კლასის მოსწავლეებს საგნის მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203