გურძემის საჯარო სკოლის მე-7 კლასში სპორტულ-შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა
25-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მამოტივირებელ, საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სპორტის მასწავლებელ კახა ჯგერენაიას ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, მეშვიდე კლასში სპორტულ-შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა. რისთვისაც კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა.

მონაწილეები კონკურსში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად კი გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ხარებავა, რომელიც სიგელითა და სიმბოლური პრიზით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ სიგელი სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ.

„დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაირა. მადლობა სკოლის დირექციას, ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203