ოკამის N2 საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების დღე აღინიშნა
25-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ქეთევან ნასყიდაშვილისა და მაია ხუციშვილის ორგანიზებით, თემატური აქტივობები მოეწყო.

მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ამ დღის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203