კრწანისის საჯარო სკოლაში თოჯინური სპექტაკლი გაიმართა
27-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში შემოქმდებითი აქტივობა მოეწყო.

გაიმართა თოჯინების თეატრი - „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, რომელსაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ. წარმოდგგენილმა სანახაობამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. 

სპექტაკლმა წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სპექტაკლმა ჩვენი პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეების მოტივაციასა და სწავლის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203