ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში სახალისო კონკურსი ჩატარდა
27-03-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო კონკურსი ტარდება.

ამჯერად, სკოლაში დირექტორ თამარ ნებიერიძის ორგანიზატორობით, ჩატარდა სახალისო კონკურსი - „აბა გოგონებო!“, რომელიც სკოლის სხვადასხვა ასაკის (V-XI კლასები) ყველა გოგონაზე იყო გათვლილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გოგონები სამ გუნდად დაიყვნენ.

კაპიტნებმა: ნინი ჩოქურმა, ნინი კობაიძემ და თიკო მიგრიაულმა კენჭისყრის შედეგად შექმნეს გუნდები. 

შეჯიბრის მიზანი იყო გუნდში მყოფ გოგონებს ერთად შეესრულებინათ დავალებები და ერთმანეთისთვის კონკურენცია გაეწიათ.

მათ წინასწარ მოამზადეს ნომრები, რომლებიც მოიცავდა: მისალმებასა და გუნდის წარდგენას, თავისუფალი ნომრის შესრულებას, იუმორისტულ ნომერს, ხილის ორიგინალურად დაჭრასა და მირთმევას ჟიურისთვის. რაც ერთის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ჟიურის წევრმა თამარ ვარდიაშვილმა სახელოვან ქართველ ქალებზე - საზოგადო მოღვაწეებზე, მწერლებზე, ექიმებზე, იურისტებზე, პოეტებზე, მსახიობებსა და მეცნიერებზე შეკითხვები მოამზადა. მოსწავლეებმა კითხვებს წარმატებით გაართვეს თავი და ისაუბრეს ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს. 

კონკურსის ფარგლებში ასევე შეფასდა გუნდის წევრების ფორმა, ემბლემა, სახელი და დევიზი. გარდა ამ ნომრებისა, კონკურსის ორგანიზატორმა მათ უცნობი დავალებები მისცა, რათა გაეგო თუ როგორ გაართმევნდნენ მას თავს. ეს მოიცავდა სახალისო დავალებებს, მათ შორის ფოლაქის დაკერებასა და კულინარიული უნარების წარმოჩენას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული ნომრისთვის დრო იყო განსაზღვრული და წინასწარ ცნობილი იყო შეფასების რუბრიკები.

გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203