ოროჯალარის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ლიტერატურული ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი არმენუი პოდოსიანი, მე-4 და მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრეთ საზეიმო განწყობა და როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართული ენისადმი თავიანთი დიდი სიყვარული გაუზიარეს.

ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს მასწავლებლებმა წაიკითხეს ცნობილი მკვლევრების, პოეტების და მთარგმნელების ციტატები ქართული ენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203