ჩხაკოურის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ეკოკლუბელებმა ნეკერჩხლის, ფიჭვის, ცაცხვისა და კედრის სახელობითი ნერგები დარგეს
26-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი წარმატებით მუშაობს და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. 

21 აპრილს, ეკოკლუბელების მორიგი აქტივობა ჩატარდა. „ბახვი ჰესი 1“-ის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე დაირგო 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი. 

მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ბუნების სადარაჯოზე“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას.

მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტი გააცნეს „ბახვი ჰესი 1“-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც დააფინანსეს პროექტში მოთხოვნილი ნერგის სახეობები. ეკოკლუბელებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს: ნეკერჩხლის, ფიჭვის, ცაცხვის და კედარის ნერგები, მათივე ინიციატივით თითოეულ ნერგი თავიანთი სახელობისაა.

მოსწავლეების მიზანია ყოველწლიურად მოაწყონ მსგავსი აქტივობა და სოფლის და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარგონ ნერგები.  ასევე, აჩვენონ მაგალითი თავიანთ თანატოლებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამწვანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეკოკლუბელები თავად მოუვლიან ნერგებს.

აღსანიშნავია რომ აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.

სკოლაში აღინიშნა, რომ:აღნიშნული აქტივობები, ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს საქართველოს ყველა კუთხეში. მწვანე გარემო სასრგებლოა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე, შეამცირებს სტიქიურ მოვლენებს დედამიწაზე, როგორიცაა მეწყერი, ეროზია, ზვავი, ღვარცოფი და ასე შემდეგ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203