აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ორიგინალური ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2024

აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ამ ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის I-VI კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.

„მათ, ასევე იმსჯელეს, რა უჭირს დედამიწას და რით შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​ღონისძიება, რომლის ხელმძღვანელი ლია ზაქარაია გახლდათ, მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა დედამიწას მიუძღვნეს: სიმღერები, ლექსები, ცეკვა, მცირე თეატრალური დადგმა.

„დედამიწა „ცოცხალი არსებაა„ და მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად იციან თუ როგორ მოუარონ და იზრუნონ მასზე“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„მადლობა გაწეული შრომისთვის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი მშობლებს, რომელთა თანადგომის გარეშეც ეს დღე ასეთი ლამაზი, ორიგინალური და დასამახსოვრებელი არ იქნებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203