თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პროექტი მოსწავლეებში წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად
03-01-2018

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტ „თავისუფალ გაკვეთილებში“.

მოსწავლეებმა აირჩიეს მიმართულება წიგნიერება - მხატვრული კითხვა, ქვემიმართულება: „კარცერ-ლუქსი“, ანუ „ჩვენგან წასული კაცის ფიქრები“ - გოდერძი ჩოხელი. სამიზნე ჯგუფად მე-7 - მე-8 კლასის მოსწავლეები შეირჩა.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას, მხატვრული კითხვის ოსტატობის ჩვევების დაუფლებას.

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მოლოდინით ჩაერვთნენ „თავისუფალ გაკვეთილებში“.

წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები, ნახეს ფილმები, იმოგზაურეს გუდამაყარში, დაათვალიერეს სოფელი ჩოხი. 

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ ინტერესთა სფერო, ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის პრინციპები, გაიუმჯობესეს მხატვრული კითხვის, დისკუსიის წარმართვის, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის უნარი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203