მასწავლებლების სტატუსების ცვლილება დაიწყო - შეამოწმეთ ბაზა
22-09-2020
უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სტატუსის ასამაღლებლად ყველა აქტივობა გავლილი ჰქონდათ, სტატუსები შეეცვალათ და ისინი წამყვანები გახდნენ.

დღეს დილიდან წამყვანის სტატუსი უკვე eSchool-ში, პედაგოგის პირად გვერდზე აისახა. ამჟამად უკვე სტატუსშეცვლილმა პედაგოგებმა აქტივობები 2019-2020 სასწავლო წლის პირველ ნახევარში გაიარეს. მათ პანდემიური ვითარების გართულებამდე მოასწრეს სტატუსის ასამაღლებლად ყველა საჭირო ვალდებულების გავლა.

ხოლო ის მასწავლებლები, რომლებსაც სტატუსის შესაცვლელად გარე დაკვირვება ჰქონდათ დარჩენილი და კორონავირუსმა მათი წინსვლა შეაფერხა, წამყვანობისთვის აქტივობებს 2020-2021 სასწავლო წლის პირველ ნახევარში გაივლიან. თუ პანდემიური მდგომარეობა გართულდა და სწავლა ისევ დისტანციურად იქნება, ასეთ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ გარე დაკვირვებაც ონლაინ რეჟიმში გაიარონ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203