მასწავლებლის სახლი 30 სპეცპედაგოგს შეარჩევს - უზრუნველყოფს სასტუმროსა და სამჯერადი კვების ხარჯს
17-04-2024
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში; ამოცანა - რეგიონის სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
 
2024 წლის 19-დან 25 მაისის ჩათვლით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს 30 სპეციალური განათლების მასწავლებელს რეგიონებიდან.

ისინი განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.

რეგიონის სკოლაში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 2024 წლის 16 აპრილიდან - 26 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/7Qp1eiP5dBjYGJ987

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

აუცილებელი პირობაა, რომ სპეციალურ მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.

ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.

 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის" პროგრამის კოორდინატორებს:

 1. სოფიკო ცირგაია - stsirgaia@tpdc.ge

 2. თინიკო ორველაშვილი - torvelashvili@tpdc.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203