აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი გაკვეთილი პარკში 
30-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას და მოსწავლეებისთვის საინტერესო, სიახლეებით დატვირთული სასწავლო პროცესის შეთავაზებას. 

ამჯერად, მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლეილა დევაძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, სოფიო თურმანიძემ მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი პარკში, თემაზე - გასეირნება ბუნებაში.

მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ უნდა მოვიქცეთ ბუნებაში გასეირნების შემდეგ;
  • რა სავალალო შედეგი მოაქვს ტყის განადგურებას;
  • როგორ ვიზრუნოთ წყაროების სისუფთავეზე.

ბავშვებმა ისაუბრეს აგრეთვე, თვითონ როგორ ეპყრობიან ბუნებას და რას აკეთებენ მის დასაცავად. ბოლოს მოსწავლეებმა დახატეს გარემო, რომელშიც ისურვებდნენ ცხოვრებას.

„გაკვეთილი ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგანაც ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ“, - ასე შეაფასეს გაკვეთილი სკოლაში და გასაზღვრეს მიზნები, რასაც ემსახურებოდა ის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203